2017-07-24 11:38:20, 2580 ნახვა
სამართალი
თბილისის ინტერპოლმა პრაღის ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ა.ტ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43 T 23/2005 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამჟამად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან