18:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 17:10:36, 4426 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 410 ხმით მიიღო

410 მომხრე 6 წინააღმდეგი – ამერიკის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, შტატები ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული,  აშშ-ის პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციას უნდა მოუწოდოს  საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარი გაიყვანოს  და საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების ხელისუფლებებს დაუბრუნოს.  

გარდა ამისა,  კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.  

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ევროპისა  და ევრაზიის ქვეყნების მხარდასაჭერად 2018-2019 წლებში  250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics