|
2017-07-23 16:36:05, 2422 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი: საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა
"რწმენას ჩვენი ერისთვის მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ აქვს. დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყაზბეგში სასტუმრო „სნოს“ გახნისას განაცხადა. "სასტუმროს გახსნა სიმბოლურია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს პატრიარქის სამშობლოში ხდება, იქ, სადაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გაიზარდა და ყრმობა გაატარა. ჩვენ ასევე მომსწრე ვართ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნების გამოცემის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აღწერს. ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, მე მქონდა ბედნიერება მისი უწმინდესობის აღსაყდრებას დავსწრებოდი. მაშინ 10 წლის ვიყავი. მას შემდეგ ოთხი ათწლეული გავიდა და მინდა როგორც ერთმა ადამიანმა, ქრისტიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას იმისთვის, რომ უამრავ ქარტეხილში მან ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი. საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებითვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის. ჩვენი პატრიარქის სიტყვის განსაკუთრებული ძალის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ სწორედ ეს სასტუმრო, რომლის გახსნასაც დღეს ჩვენ ვესწრებით. მინდა პირველ რიგში, დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, სეკულარიზმი, რწმენის თავისუფლებას გულისხმობს, სეკულარიზმში მოიაზრება ის, რომ საერო ცხოვრება, მოღვაწეობა, ემანსიპირებულია სასულიერო ცხოვრებისაგან. ამავდროულად, სეკულარიზმი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ნეიტრალურია ყველა სარწმუნოების მიმართ და მეტიც სახელმწიფო არ უწევს ფინანსურ დახმარებას არც ერთ რელიგიას.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)