18:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 16:41:07, 2507 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაზე: არცერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია არ იყო ისეთი მასშტაბის, როგორც წელს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ბათუმში ჩატარებულ კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა რეგიონული სტაბილურობისთვის“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალიან წარმატებული იყო.

პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა.

 „მინდა გამოვეხმაურო ბათუმში ჩატარებულ კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა რეგიონული სტაბილურობისთვის“ და მადლობა გადავუხადო მინისტრს ბატონ ვიქტორ დოლიძეს. ძალიან წარმატებული კონფერენცია იყო. არცერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია არ იყო ასეთი მასშტაბის როგორც  წელს იყო. ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ჩატარდა თანამონაწილეობით ესტონეთის როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის და ასევე ლენარტ მერის კონფერენციის. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაზე ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ახალი თანამშრომლობის ფორმებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში, ხელმოწერილი იქნა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები , მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკთან 250 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე.  ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს აჭარაში, ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად. აქედან გრანტი იქნება 1,5 მილიონი ევრო, 5,5 მილიონი ევრო არის საკრედიტო  დაფინანსება და ნაწილი იქნება ელექტრო ავტობუსები, ასევე რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში  და ვფიქრობ უფრო და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მომავალში სუფთა ტრასპორტის მიმართულებით",-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics