|
2017-07-21 16:52:24, 2621 ნახვა
პოლიტიკა
NDI „ქართველთა მარშზე“: ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს
„ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს”, - ამის ესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული. დელეგაცია 14 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ „ქართველთა მარშს“ ეხმაურება: „14 ივლისს, დელეგაციის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, 2000-ზე მეტმა ადამიანმა, თბილისის ცენტრში, იმიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა - “ქართველთა მარში” - გამართა. ქართული ოცნების ყოფილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ასევე ამჟამინდელმა პარლამენტის წევრმა პატრიოტთა ალიანსიდან მონაწილეობა მიიღეს გამოსვლაში, როგორც ეს მრავალმა მედია საშუალებამ გადმოსცა. 17 ანტი-ლგბტ კამპანიასთან ერთად, მარშის ორგანიზატორები მოითხოვდნენ არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, ბინადრობის ნებართვებზე უცხოელებისთვის შეზღუდვების დაწესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას. ეს საკითხები აძლიერებს არსებულ ცრურწმენებსა და პოპულისტურ განწყობებს, რომელიც ასევე აისახება მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მათ შორის ქორწინების განსაზღვრა, როგორ კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა. ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, მარშს დეზინფორმაციის და რუსეთის ჩარევის მზარდ ტენდენციას უკავშირებენ. იმიგრანტების მიერ ჩადენილი დაუდასტურებელი გაუპატიურების შემთხვევები და სხვა ძალადობის აქტები სოციალური მედიით გაზიარდა, რაც შემდეგ ტრადიციულ ქართულენოვან მედიაშიც გავრცელდა. მოძრაობა ნაციონალისტების ლიდერის და ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის, განცხადებით, “უნდა მოხდეს უცხოელი კრიმინალებისგან გაწმენდა, რომლებიც არიან მანიაკები, რომლებიც აუპატიურებენ ბავშვებს, ჩადიან სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას, ეწევიან პროსტიტუციას, ავრცელებენ ნარკოტიკებს..” გავრცელებული დეზინფორმაცია დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც საფრთხეს ქართული იდენტობისთვის; ევროკავშირს, როგორც მიგრანტების და ტერორიზმის წყაროს და დემოგრაფიულ საფრთხეს; ხოლო რუსეთს, როგორც ერთმორწმუნე ქვეყანას, რომელიც დასავლეთის საპირწონეა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, აღნიშნული გზავნილების წარმომავლობას რუსეთს მიაწერენ და აცხადებენ, რომ გზავნილები მიზნად ისახავს ფაქტებისა და ჭეშმარიტების მიმართ ნდობის შესუსტებას და დემოკრატიული ღირებულებებისა და ნორმების რყევას, დისკრედიტაციას და საბოლოოდ მათ მიმართ ნდობის გაქრობას. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც Facebook-ზე საჯაროდ გააკრიტიკა მარში, შევიწროების და სექსუალური ძალადობის მუქარის მსხვერპლი გახდა, რაც გარემოს არასტაბილურობაზე მეტყველებს. მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამდნენ დეზინფორმაციის გავლენასთან და უცხო ქვეყნის ჩარევასთან დაკავშირებით, და სწამთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინციდენტები კიდევ უფრო გამწვავდება, პარტიების დამოკიდებულებები განსხვავებულია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, შეშფოთება გამოთქვეს, მზარდი ეთნო-ნაციონალიზმის და რუსეთის გავლენის მიმართ. ხელისუფლების და პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უმეტესწილად უარყვეს გავრცელებული ვარაუდი, რომ დეზინფორმაცია და ანტი-დასავლური პროპაგანდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები ამგვარი რიტორიკის მიმართ მგრძნობიარე არ არიან“, - ნათქვამია NDI-ს ანგარიშში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)