18:46 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 12:35:31, 2116 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებს შსს-ს ტექნოლოგიური მიღწევები გააცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეწვივნენ.

სტუმრებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და უწყების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.

ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და საქართველოს საპატიო კონსულებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. სტუმრები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, დამნაშავე პირების დროულად დადგენა-დაკავებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, სატრანსპორტო ნაკადების მართვას, უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას, ასევე, სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics