00:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 12:13:24, 2261 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, რეზო გოგრიჭიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული:

„სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის,  წარსულში ნასამართლევი რ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დასტურდა, რომ 2017 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. გორში, წარსულში განზრახი დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.გ.-მ შურისძიების მიზნით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენჯერმე ესროლა გ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.გ. 2017 წლის 9 ივნისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა)  და  236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics