|
2017-07-20 19:10:34, 2454 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგა
დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ანგარიშში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციაზე, კომუნიკაციის სტრატეგიაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოზე როგორც რეგიონებში, ასევე, კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან. ანგარიშში საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიას, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციასა და ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ჩატარებულ მნიშვნელოვან საქმიანობას და ამ პროცესში პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ასევე, სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინებზე დაისვა შეკითხვები და ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა მინისტრს და სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაწეული მუშაობისთვის, გახსნილობისთვის და ხაზი გაუსვა უწყების, როგორც მაკოორდინირებელი ფუნქციის დიდ მნიშვნელობას. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაესვა მის როლს ევროპული ინტერაციის პროცესში. ,,ჩვენ ძალიან სერიოზული სამუშაო გავწიეთ იანვრიდან დაწყებული. მათ შორის იყო ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია. ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯები. ვიზასთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდა, ასევე, საქართველო გასულ წელს გახდა ევროკავშირის ენერგო -თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ბატონი შევჩოვიჩის მონაწილეობა იყო ამისი კარგი მაგალითი. ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და ზედმიწევნით სწორი შესრულება იქნება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ეს არის როგორც შესაძლებლობა, ასევე გამოწვევა. ჯერ -ჯერობით ეს პროცესი იმდენად დინამიურად და სწორად მიმდინარეობს, ნამდვილად არ ველოდები რაიმე სირთულეებს. დღეს დეპუტატებთან, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი კითხვები და მოსაზრებები, რომელთაც წამოწევენ ამ შეხვედრაზე."- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიში.
(NS)
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)