|
2017-07-20 18:25:52, 2185 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: როდესაც 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი ერთმევა, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაძლიერებას ქვეყანაში
„როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსს“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო და გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა: „პირველი საკითხი ეხება თვითმმართველობის კანონს, რომლითაც შვიდ თვითმმართველს ქალაქს, ესენია - თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე, ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს უაღრესად დასანანია, იმიტომ რომ ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა დასაწყის ეტაპზე ამ შვიდი ქალაქისთვის მინიჭებას ამ სტატუსისა და ეს პროცესი შემდგომ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. ეს პროცესი მაშინ, თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების მიერ, ისევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი. როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა თვითმმართველობა არის ის რეალური და ერთადერთი ეფექტური, დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის - ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო თავის საზოგადოებას, არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო. მეორე ცვლილებების ნაწილი ეხება, საარჩევნო კანონს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს, სადაც ერთის მხრივ ცესკო-ში მეტი შემადგენლობა და შესაძლებლობა ეძლევა მმართველ პარტიას, ხოლო მეორეს მხრივ თვითმართველობის არჩევნების შედეგები აღარ იქნება ასახული ცესკოს შემადგენლობაში. ესეც რეალურად ერთის მხრივ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, ხოლო მეორეს მხრივ ასუსტებს ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს. იმიტომ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იქნას კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული საარჩევნო სტრუქტურებში, რომ ჩვენი საზოგადოების ნდობა ამ სტრუქტურების ეფექტურობის სამართლიანობის მიმართ კიდევ უფრო ამაღლდეს. ორივე კანონის სულისკვეთება ჩემი შეხედულებით ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმის და ჩართულობის ხარისხს ჩვენი სახელმწიფო ფუნქციონირებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)