|
2017-07-19 21:03:28, 2579 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა
საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ბიზნესფორუმის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ საქართველო - უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში მე-6 ადგილზეა. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზარდია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყურადღება გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში უკრაინის კულტურის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეყნებს შორის 2017-2020 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელმოწერა. 2018 წელს კი უკრაინაში საქართველოს კულტურის დღეების გამართვაა დაგეგმილი. უკრაინის დელეგაციას წარმოადგენენ - უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კონსტანტინ იელისიეიევი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი, უკრაინის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იჰორ დოლჰოვი, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი მაკსიმ სტეპანოვი, ოდესის ოლქის სახლემწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარმოადგენენ უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სტანისლავ ცეგოლკო და საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იჰორ ჟოვკა. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს ბათუმიდან კიევში გაემგზავრება.
(NS)
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)