19:17 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 17:16:17, 2804 ნახვა

სამართალი კომენტარი
შოთაძე: სააკაშვილის ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება უკრაინის კონსტიტუციაა

„ჩვენ ორჯერ გვაქვს ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში გაგზავნილი, რაზეც უარი არის მიღებული“,-ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის    მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც   შოთაძემ განმარტა, უკრაინის კონსტიტუციით მისი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება. 

 „ჩვენ ორჯერ  გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც მიღებული არის უარი. ჩვენ საკმაოდ აქტიურად  ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში, უკრაინის  გენერალურ პროკურატურასთან. თუმცა დღესდღეობით, მისი საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი  გარემოება სამართლებრივად არის უკრაინის კონსტიტუცია - მათი მოქალაქის  უცხო ქვეყანაში ექსტრადირება  არ შეიძლება. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics