|
2017-07-19 16:14:49, 2159 ნახვა
საზოგადოება
ბიოუსაფრთხოების ოფიცრების მე-7 ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზედამხედველმა სტრუქტურებმა ბიოუსაფრთხოების მე-7 ყოველწლიურ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს, მხარეებმა ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის აქტუალური საკითხები განიხილეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და განიხილეს თავიანთ უწყებებში განხორიციელებული აქტივობები და გამოცდილება. სიმპოზიუმთან ერთად, ბიუსაფრთხოების ოფიცრების შეხვედრები პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში ეპიდზედამხედველობისათვის საიმედო გარემოს შექმნა. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის დროს, აუციელებლია რისკის ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და ა სრულ მზადყოფნაში არიან ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში. (NS)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)