|
2017-07-18 16:36:10, 2161 ნახვა
საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები მანგლისის მოსახლეობას შეხვდნენ
დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და შეკითხვებს უპასუხეს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაწყების შესახებ ეცნობათ. საპილოტო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, მოქალაქის ნაცვლად, თავად განახორციელებს. დაბა მანგლისი პირველია იმ დასახლებათაგან, რომელიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. მანგლისის შემდეგ, სისტემური რეგისტრაციების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 დასახლებაში: ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში წარიმართება. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს. პროექტი არ ზღუდავს მოქალაქეებს განცხადებით, ინდივიდუალურად მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.
(NS)
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)