|
2017-07-17 13:20:43, 956 ნახვა
რეგიონი
დედოფლისწყაროში „მინდვრის დღეები 2017“ გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დედოფლისწყაროს ბაზაზე „მინდვრის დღეები 2017“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა ბაზაზე არსებული მარცვლოვანი კულტურების ექსპერიმენტული ნაკვეთი დაათვალიერეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშების შექმნასა და გავრცელებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე გამოყვანილია და გასავრცელებლად შერჩეულია რბილი ხორბლის 8 პერსპექტიული ჯიში. „მინდვრის დღეები 2017“ ფარგლებში, ფერმერებმა მოსავლის აღებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს. მათთვის საინტერესო ჯიშის შერჩევის შემთხვევაში, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ფერმერებს სათესლე მასალით უზრუნველყოფს. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამოყვანილი ყველა ახალი ჯიში გვალვაგამძლეობით, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობით გამოირჩევა; ვარგისია მექანიზებული აღებისათვის, ხასიათდება მაღალხარისხიანობითა და მაღალმოსავლიანობით. აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს ბაზაზე მოსავლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალმა ჯიშმა „LG-43” (1 ჰექტარზე 5,5 -5,7 ტონა) აჩვენა. „მინდვრის დღეების 2017“ ფარგლებში, სელექციური ნათესების ამღები კომბაინიც გამოსცადეს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა.
(NS)
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)