16:40 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 16:23:29, 2269 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე დათო ნიკოლეიშვილმა ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენელმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნიკალურ კონცეფციას წარმოადგენს. ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა. მასში 8 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს. ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; იმ დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ასევე, მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრში გაერთიანებული უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics