|
2017-07-14 19:20:23, 1792 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ჯილიან ევისონის საჯარო ლექცია გაიმართა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსმა, ჯილიან ევისონმა გამართა პრეზენტაცია თემაზე „უორდროპების კოლექცია: ქართული წიგნები და არქივები ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში". ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ქართულ ხელნაწერთა და ნაბეჭდ წიგნთა მდიდარ კოლექციას ფლობს. სამეცნიერო წრეებისათვის კარგად ცნობილი ე.წ. უორდროპების კოლექციის ცალკეული ხელნაწერები დიდი ხანია შესწავლის საგანია. გარდა იმისა, რომ ეს კოლექცია ქართველი ხალხის კულტურული ცხოვრების მრავალსაუკონოვან ისტორიას ასახავს, ამავდროულად, ორ ხალხს შორის მეგობრობის უტყუარი მოწმეა; საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავმა მებრძოლებმა და ქართული კულტურის ქომაგებმა მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს ქართველი ხალხის მეხსიერებაში. ჯილიან ევისონის მოხსენების თემა სწორედ უორდროპების კოლექციას და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს ეხება. ჯილიან ევისონი სწავლობდა თეოლოგიას ოქსფორდში, სენტ ჯონს კოლეჯში, რის შემდეგაც სადოქტორო დაიცვა აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით ოქსფორდის ვოლფსონის კოლეჯში კლასიკური ინდუიზმის განხრით. 2009 წლიდან არის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობს იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების სექციას, უძღვება ბიბლიოთეკართა კურატორების ჯგუფს, ბიბლიოთეკის ვებგვერდის მენეჯერებსა და პროექტის პერსონალს. მისი პროფესიული ინტერესი მოიცავს აკადემიურ საზოგადოებასთან მუშაობას, ბიბლიოთეკის კოლექციებისა და მათი ისტორიის უკეთესად წარმოსაჩენად; დიგიტალიზაციას და ელექტრონული კატალოგების შექმნას, ხშირად სხვა კვლევით ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობით; და ბიბლიოთეკის საქმიანობის მხარდაჭერას საჯარო გამოფენების, აკადემიური სემინარებისა და სასწავლო დღეების საშუალებით. იგი იყო ბოდლის ბიბლიოთეკის 2015 წლის გამოფენის Armenia: Masterpieces from an Enduring Culture ხელმძღვანელი. ამჟამად მუშაობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულ მკლევარ, ნიკოლოზ ალექსიძესთან ერთად პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყოს ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.
(NS)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)