|
2017-07-14 12:32:01, 2202 ნახვა
საზოგადოება
ნეოფაშისტური, რასისტული და ქსენოფობიური მოწოდებები - MDF-ის მონიტორინგი „ქართველთა მარშის“ წინ
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა“, 14 ივნისიდან 11 ივლისამდე 9 ულტრანაციონალისტური ჯგუფის ფეისბუქ გვერდის მონიტორინგი განახორციელა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მონიტორინგის დროს დაკვირვება აღნიშნული გვერდების აქტიურობაზე, აუდიტორიის მოცვაზე, ყველაზე ხშირად გამოყენებულ წყაროებზე, ყველაზე პოპულარულ პოსტებზე, ხშირად და იშვიათად გამოყენებულ სიტყვებზე, ასევე მარშთან დაკავშირებულ მოწოდებებსა და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებზე მოხდა. „მოძრაობა "ეროვნულების” ლიდერმა 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში” დაანონსა, რომელიც მათი თქმით, არალეგალი უცხოელების წინააღმდეგ არის მიმართული. მარშის ორგანიზატორები არალეგალებში კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს - ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ და მათ საქართველოს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორები ასევე ითხოვენ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას. საზოგადოების მობილიზებას ღონისძიების ორგანიზატორები სოციალური მედიის მეშვეობით ახდენენ“, - ნათქვამია MDF-ის განცხადებაში. მონიტორინგი მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა. მონიტორინგის შედეგები იხილეთ ბმულზე - FACEBOOK-ში ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქტიურობის მონიტორინგი "ქართველთა მარშის” წინ
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)