|
2017-07-14 11:15:00, 2303 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა" დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ფორუმის ღამის სესიის მიმდინარეობისას საქართველოს თავდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ისაუბრა. პანელის განხილვის თემებს ევროპის გლობალური სტრატეგია და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები - ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, მიგრაციის კრიზისი, ევროპაში ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობა, ასევე, მდგრადობა, როგორც საქართველოს შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიასთან მიმართებაში და საქართველოს როლი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) წარმოადგენდა. დისკუსიაში თემაზე „უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს: რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ თავდაცვის მინისტრთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიტვაში არნოლდას პრანცკევიჩიუსი, ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი და სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი მონაწილეობდნენ. „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
(NS)
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)