|
2017-07-14 09:21:29, 2815 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე დღეს „ქართველთა მარში“ გაიმართება
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს „ქართველთა მარში“ გაიმართება. მსვლელობა 20:00 საათზე, 24-ე საჯარო სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და მარჯანიშვილის მეტროსთან დასრულდება. როგორც „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორი, მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, მარშის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაა. მისივე თქმით, მსგავსი მარშის ჩატარების იდეა დიდი ხანია არსებობს, თუმცა მისი დაჩქარება ბოლოს დროს განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული. "მისი ჩატარება დააჩქარა იმ ფაქტმა, რომელიც მოხდა ახალციხეში - 50 წლის ირანელი მამაკაცი რამდენიმე ქართველი ბიჭის გაუპატიურებაში იყო შემჩნეული. აგრეთვე ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაზე მოხდა თავდასხმა, ასევე მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ეკლესიის დარბევა მოხდა პალესტინელების მიერ, მანამდე არაბმა მოქალაქეებმა ქართველები ცემეს. მარშის მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა სასწრაფო წესით დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მოხდეს მათი დეპორტაცია. აგრეთვე მაქსიმალურად გამკაცრდეს საიმიგრაციო კანონი, ბინადრობის და მოქალაქეობის მინიჭება/არ მინიჭება უცხოეთის მოქალაქეებზე, გამკაცრდეს კონტროლი საზღვარზე, სადაც ხშირ შემთხვევაში შემოდიან უცხოელი კრიმინალები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან. რაც შეეხება ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებს, აბსოლუტურად ყველას საქმე გადასახედია. მე გახლდით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და ამ სამინისტროში შედის ის დეპარტამენტი, რომელიც ბინადრობის უფლებას ანიჭებს მოქალაქეს. ვიცი, თუ რა უკონტროლოდ ხდება ხშირ შემთხვევაში ბინადრობის უფლების მინიჭება. ამიტომ, უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველას გადასინჯვა და მათი უმეტესი ნაწილის თავიანთ ქვეყნებში დეპორტაცია. ისინი არ არიან პოლიტიკური დევნილები და აქედან გამომდინარე მათ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. 14 ივლისამდე მივეცით მათ ვადა და წავუყენეთ ულტიმატუმი, რათა გონს მოეგონ და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა თავად განსაზღვრავს იმ კრიმინალებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ", - განუცხადა ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)