04:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 13:32:37, 2680 ნახვა

მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთის საოლქო სასამართლომ ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელს, ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იური ჟიტკოვის გადაწყვეტილებით, ​ ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და ჯარიმა 100 ათასი რუბლის ოდენობით მიესაჯა. გადაწყვეტილება ძალაში 10 დღიში შევა, თუ არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებს.

ამასთან, მედიის ცნობით, სასამართლომ დადაევს ასევე ლეიტენანტის წოდება და სიმამაცისთვის მინიჭებული ორდენი ჩამოართვა.

როგორც BBC წერს, ნემცოვის მკვლელობის საქმის კიდევ 4 ფიგურანტს 11-დან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. 

შეგახსენებთ, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს დადაევმა ბორის ნემცოვს 6-ჯერ ესროლა, რის შედეგადაც ოპოზიციონერი გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics