|
2017-07-13 10:46:30, 2047 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა წყალტუბოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. სოზარ სუბარის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია სამუშაოებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ვერ ასრულებს. „სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, გარკვეულწილად, ბუნებრივმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. საძირკველში წყალი ჩადგა და მუშაობა შეუძლებელი იყო. ამიტომაც, შევთანხმდით მშენებელთან, რომ ამ ეტაპზე არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას და გარკვეულ ვადას ვაძლევთ, რათა გრაფიკს დაეწიოს. მინდა ხელი შევუწყო კეთილსინდისიერ მშენებლებს, მაგრამ დევნილების ხარჯზე ეს ვერ მოხდება. იმედი მაქვს, რომ ისინი დაეწევიან გრაფიკს და 2018 წლის გაზაფხულზე ბინებს ჩაგვაბარებენ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. 7 734 243 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულთა დიდი ნაწილს დევნილები წარმოადგენენ. (NS)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)