|
2017-07-12 12:16:43, 2225 ნახვა
სამართალი
The Independent რუსეთის მიერ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება
ბრიტანული გამოცემა The Independent რუსეთის მიერ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გამოეხმაურა. როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი, რუსეთმა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია. გამოცემამ იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ აღნიშნული ინციდენტი, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპს შორის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. მასალაში ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კომენტარია მოყვანილი, სადაც უწყება რუსეთის ქმედებებს არალეგალურს უწოდებს. გამოცემა ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კომენტარსაც ავრცელებს. "საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რუსეთის ქმედებები დაგმონ და აღნიშნავს, რომ საქართველო ყველა დიპლომატიურ ბერკეტს გამოიყენებს, იმისათვის, რომ ოკუპაცია შეწყდეს", - წერია მასალაში. ამასთან, ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა დასავლეთს მოუწოდა, მოსკოვს დაუპირისპირდნენ. "რუსეთი გაცილებით სუსტ პოზიციაშია, მაგრამ მაინც შეძლო აგრესიული პოლიტიკის გატარება, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ მათ მტკიცედ არ ვუპასუხებდით“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა. სტატიის ბექგრაუნდში შექმნილი ვითარების პრე-ისტორიას ვკითხულობთ: "1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი საქართველოს გამოეყო. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა სამხედროები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაგზავნიდა და ეს ქმედება იმით ახსნა, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და იცავდა საქართველოს ძალებისგან. საქართველო, რომელსაც მხარს ამერიკა და ევროკავშირი უჭერს, აცხადებდა, რომ რუსეთი მისი ტერიტორიების ანექსიას ახორციელებს. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. რუსეთის გარდა, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს. ისინი ვინც რუსეთს აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ ფაქტი რომელის სამხრეთ ოსეთში მოხდა, მხოლოდ გენერალური რეპეტიცია იყო იმისა, თუ რას მოიმოქმედებდა რუსეთი უკრაინაში, კერძოდ კი ყირიმში", - ნათქვამია სტატიაში.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)