14:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 16:03:44, 2430 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, წარმატებული რეფორმებისა და გამოწვევების თაობაზე, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებსა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ეს არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე 12 ელჩის, ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ვიზიტი, რომლებიც ძალიან დიდი მხარდამჭერები არიან, როგორც საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ჩვენს ქვეყანაში რეფორმების გატარების თვალსაზრისით. ისინი დაესწრებიან 13-14 ივლისს, ბათუმის „საქართველოს ევროპული გზის“ კონფერენციას, სადაც გამართავენ უმაღლესი დონის შეხვედრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა ვისაუბრებთ და დიდ დროს დავუთმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტის საკითხებს",-განაცხადა მინისტრმა.

მხარეებმა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხზე იმსჯელეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა სამიტის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგების მიღების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და სტრატეგიული კომუნიკაცია.

ამასთან, აღინიშნა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

სახელმწიფო მინისტრმა საგანგებო დავალებათა ელჩებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობას მიიღებენ 13-14 ივლისს  ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა”.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics