14:08 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 13:28:29, 2115 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც  ქ. მაუერბახში ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს. 

შეხვედრა  ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოწვევით იმართება.   

საგარეო უწყების ინფორმაციით, არაფორმალურ შეხვედრაზე "Building Trust through Dialogue and Co-operation"  მონაწილეების მსჯელებენ ეუთო-ს სივრცეში  უსაფრთხოების გარემოსა და ექსტრემიზმის  აღმოფხვრის საკითხებზე. საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს  სამუშაო სესიის მონაწილეებს  და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და  რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე , რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. ​

არაფორმალურ შეხვედრაში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეობასთან ერთად, მონაწილეობას იღებენ  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, აგრეთვე, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics