|
2017-07-10 20:15:53, 1805 ნახვა
საზოგადოება
აჭარის რეგიონში სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია შეიქმნება
11 ივლისს, 10:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. შეხვედრის მიზანია, მხარეებმა განსაზღვრონ სამმხრივი სოციალური დიალოგის კომისიის სამომავლო პრიორიტეტული საკითხები მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ასევე, გაიმართება დისკუსია აჭარის რეგიონში შრომითი ურთიერთობების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაზე და განიხილავენ საუკეთესო მაგალითებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებიდან რეგიონალური და ადგილობრივი სამმხრივი კომისიის შესახებ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს დამსააქმებელთა ასოციაციის, აჭარის მთავრობისა და პროფკავშრების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კომისიის აჭარის რეგიონში შექმნა უპრეცენდენტოა და პილოტური ხასიათი აქვს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2017 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბ-ნ დავით სერგეენკო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოს (შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი) კომისიის თავმჯდომარის მიერ დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაქმებულთა გაერთიანება და დამსაქმებელთა ასოციაცია. (NS)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)