|
2017-07-10 18:41:19, 2209 ნახვა
საზოგადოება
„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა
„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. ტურნირში ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა" ასეულის, II მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეულის, III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ჩარლი" ასეულის, დაზვერვისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების, ასევე ბატალიონის შტაბის საფეხბურთო გუნდები მონაწილებდნენ. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემის წესით მიმდინარეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს II ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასულისა და ეროვნული გვარდიის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც „ბრავო" ასეულის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა და შესაბამისად, პირველი ადგილი და საპატიო თასი მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ გადასცა. ტურნირზე დაწესებული ფასიანი საჩუქრები საუკეთესო ფეხბურთელისთვის I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა" ასეულის ფეხბურთელს, სერჟანტ ვლადიმერ ნაჭყებიას, ხოლო ბომბარდირისთვის 6 გატანილი გოლით - II ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასეულის გუნდის წევრს, პირველი კლასის რიგითს მინდია კოპალეიშვილს გადაეცათ. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)