03:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 18:34:47, 705 ნახვა

რეგიონი
აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

აჭარის მთავრობის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

ბელარუსის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის დელეგაცია მოგილიოვის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმირ დომანესკიმ მიიღო.

დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2017-2019 წლებში ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმას მოიცავს.

ზურაბ პატარაძემ მოგილიოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა თანამშრომლობის სფეროები. მოგილიოვის ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიური ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიმართულებით იქნება. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დიდია ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკიდან, კერძოდ, მოგილიოვის ოლქიდან აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ. ბელარუსი მეგობრები დაინტერესებულნი არიან ასევე სოფლის მეურნეობის და კულტურის დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელებით. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც თანამშრომლობის სწორედ ამ სფეროებს მოიცავდა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics