03:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 18:37:48, 2758 ნახვა

მსოფლიო
ჰამბურგში დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ჰამბურგში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ერთმანეთის პირადად გაცნობა უხარიათ.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სურს ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო პოლიტიკის განხილვა. მანვე დასძინა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

მოლაპარაკებებს ასევე სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თარჯიმნები ესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics