|
2017-07-06 13:25:42, 1978 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები: რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია
არასამთავრობო ორგანიზაციები ბერშუეთში ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, რომ გაიმართოს შეხვედრა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული საფრთხეები განიხილონ. „2017 წლის 4 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერი აღმართეს. მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა. ამასთან, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება. აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. რუსეთი აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 15 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევას. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, პოზიციის მობილიზაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავ ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავსი კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, აღნიშნულ განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ( GDI), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, მწვანე ალტერნატივა.
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)