12:37 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 09:47:18, 2673 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
რუსეთის საგარეო: თბილისის ბრალდება, რომ სამხრეთ ოსეთი სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ამონტაჟებს, პროვოკაციაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ სასაზღვრო ნიშნების გამო გამოთქმულ პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებს, - ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, აღნიშნული საკითხის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განხილვის შემთხვევაში გამოააშკარავებს, რომ თბილისის ყველა ბრალდება ყალბია.

გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საქართველოს ხელისუფლების ბრალდება, რომ სამხრეთ ოსეთი სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ამონტაჟებს, არის ინფორმაციული პროვოკაცია“.

"თბილისის ეს განცხადებები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძეს შორის 7 ივლისს პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ ისმის. სამწუხაროა, რომ როგორც ხშირად ხდება, პრაღის შეხვედრის წინ უარყოფით ფონს ქმნის, საინფორმაციო პროვოკაცია. რაც შეეხება პრაღაში დაგეგმილ შეხვედრას, მის ფარგლებში გაგრძელდება პრაქტიკული საკითხების განხილვა, რაც აუცილებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის და კავშირების განვითარებისთვის ვაჭრობის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროში. მხარეები ასევე განიხილავენ ე.წ. საბაჟო ადამინისტრირების მექანიზმსა და რეგიონული ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობეს. ამ კუთხით შვეიცარიის შუამავლობით უკვე შესრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები. არსებობს კონტრაქტების ხელმოწერაზე გადასვლის რეალური შესაძლებლობა, რაც საჭიროა შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი მიაწვდის რუსეთს, მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ მოთხოვნილ განმარტებას საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics