2017-07-04 23:50:01, 2060 ნახვა
საზოგადოება
დღის განმავლობაში კონდიციონერის გამორთვის 218 შემთხვევა დააფიქსირდა
დედაქალაქის მასშტაბით 4 ივლისს დღის განმავლობაში კონდიციონერის გამორთვის 218 შემთხვევა დააფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.
56 შემთხვევაში მძღოლებს სამარშრუტო მიკროავტობუსების მართვა ორი კვირის ვადით აეკრძალათ.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურის ცნობით, 4 ივლისს დღის მეორე ნახევარში აღმოჩენილ დარღვევის 42 შემთხვევაში მძღოლებს, გაფრთხილებასთანერთად, მიკროავტობუსის მართვაც აუკრძალეს. აღნიშნულის მიზეზად გაფრთხილების არაეფექტურობას ასახელებენ და განმარტავენ, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მძღოლები გაგრილების სისტემას მაინც არ რთავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან