13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 17:38:50, 889 ნახვა

სამართალი
არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, წინა ხელისუფლებას კანონიერ ქურდებთან კავშირი ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლება დღევანდელ შსს-ს კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

თუმცა, როგორც თალაკვაძე ირწმუნება, კანონიერი ქურდები საქართველოში 2006-2012 წლებში შემოვიდნენ. შესაბამისად, მისივე თქმით, კანონიერ ქურდებთან კავშირი წინა ხელისუფლებას ჰქონდა.

"პოლიტიკური ოპოზიცია უყენებდა შსს-ს ბრალდებას, თითქოს ჩვენ არ დავაკავეთ კანონიერი ქურდი, რომელიც საქართველოში შემოვიდა. რეალურად, მე პირადად წარმოვადგინე 12 კანონიერი ქურდის სია, რომლებიც 2006- 2012 წლებში შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ ყოველგვრი დისკონფორტის გარეშე დატოვეს ქვეყანა. სწორედ მინიმუმ ეს 12 მაგალითი არის იმის დემოსტრირება, რომ ის ადამიანები ჩვენ გვაბრალებენ თანამშრომლობას, ხელის დაფარებას კრიმინალზე, როცა თავად იყვნენ ჩართულნი ამგვარ გარიგებებში. დღეს, სწორედ ჩვენი ხელისუფლება, შს სამინისტრო იყო ის უწყება, რომელმაც დააკავა კანონიერი ქურდი, მაშინვე, როცა ის შემოვიდა რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში. ასე, რომ არანაირი გარიგება საქართელოში არც შეიძლება იყოს", - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics