11:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 17:12:09, 1977 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად სამმხრივ თანამშრომლობას მოეწერა ხელი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სამმა სახელმწიფო უწყებამ ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი შეიმუშავეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციული გაცვლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

უწყებებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება უზრუნველყოფს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების  (გის) გამართვას. 

ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი ხელს შეუწყობს ამ უწყებებსა  და მათ ქსელში ნებისმიერი საინფორმაციო სისტემის ეფექტურ მართვას.

ინფორმაციული გაცვლის სისტემის  გამოყენება შეიძლება მოვლენების ახსნისას, შედეგების პროგნოზირებისას და სტრატეგიების დაგეგმვისას.

აღსანიშნავია, რომ  სისტემის გამართვა მნიშვნელოვანია ლაბორატორიული მონაცემების, ასევე მონიტორინგის ვიზუალიზაციისათვის. 

ის, ასევე საშუალებას იძლევა ტესტის შედეგებისა და მონაცემთა ელექტრონულ გაცვლას/გაზიარებას. 
უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავებას და წარმართვას.

ასევე, თანამშრომლობის ფორმები მოიცავს: გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) მონაცემთა ბაზების, ვექტორული და რასტრული მონაცემების, საბაზისო და თემატური გის ფენების, გის რუკებისა და ვებ–სერვისების გაცვლას,  თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-მეთოდური მასალის შექმნას, პარტნიორობას გის სწავლების ორგანიზებაში და ა.შ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics