11:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 13:39:57, 1951 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. 

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ  პაპუნა უგრეხელიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ჩაჩხუნაშვილმა დელეგაციის წევრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები, სააგენტოს პრიორიტეტული მიმდინარეობები და  მნიშვნელოვანი პროექტები წარუდგინეს. 

უკრაინელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებს, სააგენტოს IT ინფრასტრუქტურას, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობას, ასევე სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ელექტრონული რუკების შექმნის პროექტებს.  

დელეგაციის განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირებით სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.  

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, უკრაინის სახელმწიფო მიწის კადასტრის დეპარტამენტის დირექტორის იგორ სლავინის ხელმძღვანელობით, თბილისის იუსტიციის სახლსაც დაათვალიერებენ, მიწის ელექტრონული აუქციონის სისტემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციას დაესწრებიან და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ბიტკოინის მონაცემთა ცენტრს მოინახულებენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics