2017-07-03 15:46:37, 2220 ნახვა
სამართალი
გიორგი მიქაუტაძემ თავის შემცვლელად ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა დაასახელა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავენ.
ამ დროისათვის მხოლოდ ერთი კანდიდატურაა დასახელებული.
კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ თავის შემცვლელად ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
კანდიდატურის დასახელების საშუალება სხვა წევრებსაც აქვთ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობისთვის ეს პირველი სხდომაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან