2017-07-03 14:07:36, 2194 ნახვა
სამართალი
გორში 13 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
გორში 13 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ველოსიპედით მოძრაობდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან