|
2017-07-03 09:31:03, 1587 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები 4 ივლისის ჩათვლით ორ სესიად ჩატარდება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები 27 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები; 10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია; 13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა; 14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა; 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 18 ივლისი (მეორე სესია) - ბილოგია; 19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია; 25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება; 26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. რაც შეეხება, საერთო სამაგისტრო პროგრამას გამოცდას, ის 20 ივლისიდან შემდეგი განრიგით დაიწყება. 20 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A); 21 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A); 24 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B); 25 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B); 26 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C); 27 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)