09:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 12:56:53, 1797 ნახვა

საზოგადოება
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდა

 „განიკურნე!“- კამპანიის  ფარგლებში, “თბილისი მოლში“ C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ესწრებოდა.

უწყების ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები,სწრაფი მარტივი ტესტის საშუალებით, სკრინინგს მთელი დღის განმავლობაში გააკეთებენ და მიღებულ ინფორმაციას ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში განათავსებენ.

აღსანიშნავია, რომ #განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის  მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ქვეყანაში 150 000 (18 წელს ზემოთ) ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, მათმა უმრავლესობამ კი, არ იცის, რომ ვირუსი მატარებელია.

სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი.ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა.

 ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა.

#შემოგვიერთდი - ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics