09:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 12:30:00, 2037 ნახვა

საზოგადოება
4 ივლისს სინოპტიკოსები +41 გრადუსს პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე 5 ივლისის ჩათვლით, უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +37 გრადუსი იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 3 ივლის +38 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 4 ივლისს ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს, ხოლო 5 ივლისს +39 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

დღეს დედაქალაქ თბილისში +31 გრადუსი სითბო  ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 3 ივლისს +37 გრადუსი იქნება, 4 ივლისს +39, 5 ივლისს კი ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს +39 გრადუსი სითბო იქნება, 3 ივლისს +40, 4 ივლისს +41 და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი,  ხოლო 5 ივლისს +33 გრადუს სითბოსა და ზოგიერთ რაიონში ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ.

ცხელი ამინდებია მოსალოდნელი მთიან და მაღალ მთიან რაიონებშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics