11:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 23:23:26, 2466 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: ჩვენმა გუნდმა კახი კალაძის სახით ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა

ჩვენმა გუნდმა ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა კახი კალაძის სახით, რომელიც გააგრძელებს იმ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა.

დედაქალაქის მოქმედმა მერმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მერის პოსტის დსაკავებლად ღირსეული კანდიდატი შეარჩია.

„თბილისის მერის პოსტი ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიციაა. ჩვენმა გუნდმა ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა კახი კალაძის სახით, რომელიც გააგრძელებს იმ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო ჩვენს ქალაქში და ის დაძლევს იმ უამრავ გამოწვევას, რომლის წინაშეც ქალაქი მუდამ დგას ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება წარმატებული მერი და მას ექნება ყველას მხარდაჭერა და მათ შორის, მე ვადასტურებ ჩემს ძალიან დიდი მხარდაჭერას მისი კანდიდატურის მიმართ. ის არის ჩემი მეგობარი და მიხარია, რომ ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი დასახელდა მერობის კანდიდატად“, - განაცხადა ნარმანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics