|
2017-07-01 16:26:35, 2575 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ძაბირაძე: თბილისის მერის არჩევნებზე შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს, რადგან ამომრჩევლის მიყვანა გაუჭირდებათ
ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში უკონკურენტოა. როგორც ძაბირაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კალაძე "ქართული ოცნების" სწორედ ის წევრია, ვის მიმართაც კრიტიკა ყველაზე იშვიათად ისმის. "გამიჭირდება იმის შეფასება, თუ რამდენად კარგი მერი იქნება კახა კალაძე, თუმცა უნდა აღვნიშნო - როდესაც კალაძე მინისტრის პოსტზე დაინიშნა და ამ პოსტს უკვე 4 წელია იკავებს, თუ რაიმე შენიშვნა ყოფილა საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან, ყველაზე ნაკლები კრიტიკა სწორედ მისი მისამართით იყო. თუ ამ გამოცდილებით ვიმსჯელებთ, მაშინ არის იმის შანსი, რომ მერის პოსტზეც ის ანალოგიურად იმუშავებს. კალაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერია მისი დაარსებიდან დღემდე. დღეს "ქართული ოცნების" კანდიდატები არა მარტო მერობის არჩევნებში, არამედ ზოგადად, არიან უკონკურენტო. რაიმე სირთულეებს არ ველოდები, დარწმუნებული ვარ რომ კალაძე გაიმარჯვებს. თუმცა, შეიძლება დაინიშნოს მეორე ტური, რადგან ამომრჩევლის მიყვანა არჩევნებზე გაუჭირდებათ", - აღნიშნა ძაბირაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. მმართველმა გუნდა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს. მისი წარდგენა დღეს მთაწმინდაზე, 20:00 საათზეა დაგეგმილი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ცნობილია, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)