|
2017-07-01 12:04:19, 2013 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მმართველი გუნდი მათ მხოლოდ „ხმების მოსაპოვებლად იყენებს“. „როდესაც ხმები გჭირდებათ, მხოლოდ მაშინ გახსენდებით, დადიხართ და მათხოვრობთ. სხვა შემთხვევაში ხალხის ბედი არ გაინტერესებთ. ჩვენ ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას. არც იმას დავუშვებთ, რომ ქალაქის მერად კახი კალაძე დაინიშნოს. როდესაც ის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, არც ერთხელ არ იკადრა და არ მოვიდა ჩვენთან შესახვედრად“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქცია შეძახილების ფონზე მიმდინარეობს - „რა დაგიშავეთ“, „გამოდით ჩვენთან შესახვედრად“. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მთაწმინდაზე, კახი კალაძის ოფიციალურ წარდგენაზე მისვლას აპირებენ, რომელიც საღამოს 8 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)