|
2017-07-01 10:56:01, 2041 ნახვა
საზოგადოება
შსს-ში რეგიონების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შსს-ს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროექტის ძირითადი მიზანი, დანიშნულება და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს რეგიონების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი და ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვასთან დაკავშირებული, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნული საორგანიზაციო ღონისძიებების კოორდინირებულად და ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, რეგიონების თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. შსს-ს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში, დანაშაულზე და ავტოსაგზაო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირებისა და მათი პრევენციის უზრუნველყოფა, რაც ასევე, საგრძნობლად გაზრდის პოლიციის საქმიანობის ეფექტურობას და გამოძიების ხარისხს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)