11:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 19:39:53, 2285 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტისგან ვეტოს უპირობოდ ველოდებით

დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც უნდა შევცვალოთ და მასში რა ცვლილებაც უნდა შევიტანოთ, მას პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წარმატებული პროცესია, თუმცა პრეზიდენტი ვეტოს უპირობოდ გამოიყენებს.

„ამ სესიის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელიც ორი მოსმენით ძალიან წარმატებით მივიღეთ. ეს წარმატებული პროცესია, რომელიც ასევე წარმატებით გაგრძელდება და ლოგიკურად დასრულდება. 

ამ დოკუმენტს მესამე მოსმენით შემოდგომაზე მივიღებთ. დამატებითი კონსულტაციებისთვის მზად ვართ, რისი შეცვლაც არის შესაძლებელი მესამე მოსმენის ფარგლებში. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. 

შეიძლება, დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს. ჩვენ კონსულტაციებისთვის ღია ვართ. საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია მიღებული შემოდგომაზე იქნება. ეს ის პირობაა, რომელიც დღესვე შეგვიძლია დავდოთ. დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც უნდა შევცვალოთ და მასში რა ცვლილებაც უნდა შევიტანოთ, მას პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს. ეს მისი გაცხადებული ნებაა. საშემოდგომო სესიის განმავლობაში, ვეტოს უპირობოდ ველოდებით“, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics