|
2017-06-30 19:05:01, 1933 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აჭარის სამმართველოს უფროსი გიორგი ქაშიბაძე, ქალაქ ბათუმის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები გააცნეს. განიხილეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა აჭარაში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ. ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ბევრი დადებითი პროექტი ხორციელდება ვეტერანებისთვის. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამით ბათუმში მცხოვრები ვეტერანები გაზით და შუქით უფასოდ სარგებლობენ. საუბარი შეეხო ზემო აჭარაში ვეტერანთა პროგრამების შესახებ ინფორმაციის წვდომის გაზრდას და ამ მიმართულებით დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზებას. შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)