11:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 12:03:53, 2154 ნახვა

პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: დღეს უკვე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

„დღეს უკვე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“,-ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

ბუკიკიოს თქმით, კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა არის საკითხები, რაც უნდა გაირკვეს.

„მოგეხსენებათ, მე არაერთიო შეხვედრა გავმართე და სასურველი ინფორმაცია მოვისმინე. დღეს უკვე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით,  დღეს უკვე არსებობს საფუძველი იმისა, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული. გუშინ, მე დიალოგისკენ მოვუწოდე, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას. მხოლოდ ამ მხარეებს შორის გამართული კონსტრუქციული დიალოგი გადაარჩენს კონსტიტუციას. კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა არის საკითხები, რაც უნდა გაირკვეს. უნდა იყოს მიღებული არა ერთი პარტიის, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ძალის  მიერ“, - განაცხადა ბუკიკიომ.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics