|
2017-06-30 10:28:25, 1948 ნახვა
საზოგადოება
ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო სექტორს შეხვდება
ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ბათუმში არასთავრობო სექტორს შეხვდება. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მწვავე განცხადებები პირდაპირ ურტყამს ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფოს და მის რეპუტაციას. „როდესაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უწევს ასეთი სიმწვავის განცხადებების გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ეს ურტყამს სამწუხაროდ, ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფოს და მის რეპუტაციას. იმიტომ, რომ სრულიად მიუღებელია ამუშაო ვენეციის კომისია დაჩქარებულ ვადებში, ერთი თვის ვადაში დააწერინო დასკვნა, ისინი მართლა ძალიან ჩართულები იყვნენ და რამდენჯერმე ჩამოვიდნენ და შემდეგ პრაქტიკულად აიღო ყველა დაპირებაზე, ყველა პროცესზე, ხაზი გადაუსვა მათ რეკომენდაციებს და ასე მიაყენო შეურაცხყოფა ამ ინსტიტუციას,“ - განუცხადა "რუსთავი 2"-ს მიხეილ ბენიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)