10:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 19:28:52, 2160 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, კესლერი თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზული წარმატებით გამოირჩევა. 

„ის არის ერთ-ერთი  ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ოფისის დირექტორი ევროკავშირში. ბატონი კესლერი  თავად გამოირჩევა ძალიან სერიოზული   წარმატებით თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის მის ქვეყანაში იტალიაში. მან ამ კუთხით სერიოზული რეფორმები გაატარა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პირველად საქართველოში მისი ვიზიტი, სადაც თავის კოლეგებთან ერთად და ჩვენთან ერთადაც ექნება იმის საშუალება, რომ  შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და  ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება. ჩვენ როგორც ფორმალურ, მოგვიანებით კი არაფორმალურ ვითარებაში გვექნება საშუალება, რომ გავიაროთ ერთად ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მოხარული ვართ, რომ იგი თბილისში იმყოფება“,-განაცხადა დოლიძემ.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაკეთდა.

შეხვედრაზე ასევე  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული დებულებების საკითხი განიხილეს, რომელიც მომავალში ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამებსა და პროექტებზე უნდა გავრცელდეს.

ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესის განხილვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics