10:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 19:09:12, 2176 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ყველას კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, ოპოზიცია კი, რეფორმის ჩაშლას ითხოვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩიხურ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას ეთანხმება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ყველა პოლიტიკურ ძალას კონსენსუსისკენ მოუწოდებს, თუმცა მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმის ჩაშლას ითხოვენ.

"ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე აირჩიეს ურთიერთობის ისეთი გზა, რაც იმთავითვე გამორიცხავდა კონსენსუსის შესაძლებლობას და სწორედ ამის გამოა, რომ ისინი დღეს შეთანხმებაზე მოწოდების შემდგომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. არ შეიძლება აქვე არ აღინიშნოს, რომ ტყუილებსაც არ ერიდებიან და აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლილი ვერსია იქნა მიღებული. რეალურად მიღებული იყო სიტყვა-სიტყვით იგივე დოკუმენტი, რაც მოიწონა ვენეციის კომისიამ. უფრო მეტიც, გათვალისწინებულია მათი პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია. ერთადერთი ცვლილება შეეხო გარდამავალ დებულების კონკრეტულ მუხლს - არა პროპორციულ არჩევნებს, არამედ მის ერთი ვადით გადაწევას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics