10:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 18:33:46, 2080 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ „OLAF“ დელეგაციას ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა.

ალექსანდრე ბარამიძემ ჯოვანი კესლერს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ეფექტური საქმიანობის შედეგია, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერი ქვეყნის პოზიციებს. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა; ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ალექსანდრე ბარამიძემ შეხვედრის მონაწილეებს ის რეფორმები და ინიციატივები გააცნო, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის ნაწილია, კერძოდ: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა; ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციის ეფექტური მონიტორინგი; პროკურატურის რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული საგრანტო კონკურსები და სხვა.

ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ევროკომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სტრუქტურაა, რომლის მიზანი ევროკავშირის პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების პროცესში  ბიუჯეტური თანხების ხარჯის კონტროლია, რასაც უწყება პარტნიორი ქვეყნების ანტიკორუფციულ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics